სტუდენტური თვითმმართველობის სხდომა

სტუდენტთა საყურადღებოდ!
07.02.2025 გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის სხდომა. სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი 2025 წლისთვის დასაგეგმი პროექტები.
ასევე ცხადდება სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამა.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, თქვენი იდეების და კრეატიულობის წარმოჩენის მიზნით, გეძლევათ შანსი
მიიღოთ მონაწილეობა, სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობის პროექტში – თქვენი ინოვაციური იდეებით.
ინიციატივის მიზანია, სტუდენტების ნიჭის გამოვლენა და მხარდაჭერა. პროექტი შეიძლება იყოს მხატვრული, მულტიმედიური, კონცეპტუალური ან ტექნოლოგიური – მთავარი მიზანია, არა მხოლოდ ხელოვნების პოპულარიზაცია, არამედ ისეთი უნიკალური იდეების შექმნა, რომლებიც დაგეხმარებათ სტუდენტური დღეების გამრავალფეროვნებაში.
გააცოცხლეთ თქვენი ინოვაციური იდეები!
#სტუდენტურიინიციატივები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 14 თებერვალი!
საკონტაქტო პირი: ელენე ტყემალაძე
tkemaladzeelena@gmail.com
592 442 001
https://www.facebook.com/elene.tkemaldze?mibextid=wwXIfr&mibextid=wwXIfr
დამატებითი იმფორმაციისთვის და საპროექტო განაცხადის ფორმის შევსების საკითხში დახმარებისთვის გთხოვთ, მიმართეთ თვითმმართველობის წარმომადგენელს – ელენე ტყემალაძეს.
სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას!