სტუდენტთა ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – გერმანია, ოსნაბრუკის უნივერსიტეტი – ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2025-2026 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრისთვის, გერმანიის – ოსნაბრუკის უნივერსიტეტში (Osnabrück University).
▫️აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
* პორტფოლიო
* CV
* ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
* მოტივაციის წერილი
* პროფესორის რეკომენდაცია
* ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
* განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2025
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593 799 960
▫️აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ
გთხოვთ, თანდართულ ბმულზე გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს