სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი-პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის
სტუდენტებისთვის – 1 ადგილი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრისთვის – პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში the Academy of Art in Szczecin
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს,
ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

ან

გთხოვთ, მოამზადოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე და გადააგზავნოთ თქვენი ფაკულტეტის კოორდინატორთან:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 2025

საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’

ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის

. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.