ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის, გაზაფხულის სემესტრისთვის.
Universidad de Granada:
სტუდენტებს გთხოვთ, ერასმუს გზამკვლევს გაეცნოთ სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდზე
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე);
• პორტფოლიო;
. CV;
• ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე);
· სამოტივაციო წერილი;
• არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2 დონე, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი, ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, მიმღებ უნივერსიტეტში გაივლის შესაბამის კურსებს, რისი დასრულებისას საგამოცდო შედეგის საფუძველზე მიიღებს ენის სერტიფიკატს. (ესპანეთში გავლილი ენის კურსების საფასური სტუდენტის ასანაზღაურებელია)
• განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2024 წ.
საკონტაქტო პირი: არქიტექტურის ფაკულტეტი – ნესტან წიკლაური, nestan.tsiklauri@art.edu.ge;
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.