ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი, ლიხტენშტეინი, ქალაქ ვადუცის უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი – University of Liechtenstein Vaduz, Liechtenstein https://www.uni.li/en/unilinewen
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს
· პორტფოლიო (ინგ.)
. CV (ინგ.)
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი (ინგ.)
. სარეკომენდაციო წერილი (ინგ.)
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ


მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს!
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ