ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – არქიტექტურის ფაკულტეტი-FH Joanneum University of Applied Sciences, Graz: https://www.fh-joanneum.at/architektur/master/en/
(საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის მობილობა (IV კურსი) მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ სტუდენტი ფლობს გერმანული ენის საერთაშორსიო სერტიფიკატს, დონე B2).

· პორტფოლიო (ინგ.)
. CV (ინგ.)
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი (ინგ.)
. სარეკომენდაციო წერილი (ინგ.)
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.


ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge


· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.