ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, გერმანიის – ოსნაბრუკის უნივერსიტეტში (Osnabrück University).
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
* პორტფოლიო
* CV
* ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
* მოტივაციის წერილი
* პროფესორის რეკომენდაცია
* ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე
* ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
* განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 20/10/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი <nata.nikoleishvili@art.edu.ge>
593799960
აპლიკანტებს, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ დართული ინგლისური ტექსტი და ასევე, გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი·
Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ