სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის, საგაზაფხულო სემესტრისთვის – იტალიის, ქ. მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში -POLIMI, https://www.polimi.it/en
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
. პროფეsორის სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ);
ბოლო ვადა: 10/10/2024
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge   მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს!
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე.
ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი.
ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯი მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი – დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ