სსიპ თბილისი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის აცხადებს კონკურსს ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი საკონკურსო პირობები

პოზიციის დასახელება: ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის მიმართულება -პროფესორი;

ადგილების რაოდენობა: 1

შრომითი ხელშეკრულების კატეგორია აკადემიური თანამდებობის პირთან (A, B ან C) დამოკიდებულია სამუშაო დატვირთვაზე, ჯგუფების ოდენობასა და სხვა ფაქტორებზე. აკადემიური თანამდებობის პირს სამუშაო დატვირთვის ცვლილება განაპირობებს შრომითი ხელშეკრულების კატეგორიის ცვლილებასაც, რაც შესაძლოა განხორციელდეს ყოველი სასწავლო სემესტრისათვის, აკადემიური თანამდებობის არჩევითი ვადის განმავლობაში.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

  • მონაწილეობა მიიღოს აკადემიის საგანმათლებლო რეფორმირების კონცეფციის შემუშავებასა და განვითარებაში, ფაკულტეტის სტრატეგიული მიმართულებისა და ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, სტუდენტთა მომზადების პროგრამისა და გეგმების განახლებაში.
  • ჩაატაროს მეცადინეობები თანამედროვე პედაგოგიური მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • მოამზადოს დამხმარე სასწავლო მასალა, სამუშაო გეგმების თემატიკის მიხედვით, ლექციათა ანოტაციების ჩათვლით, რაც აუცილებელია მაღალი აკადემიური ხარისხის უზრუნველსაყოფად.
  • უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირება და სრულყოფა (ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობა, არსებული პროგრამების მოდიფიცირება, სილაბუსების და სწავლების მეთოდიკის შემუშავება).
  • წარმართოს სასწავლო-შემოქმედებითი ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები მათ შორის სასწავლო მეთოდოლოგიური. იყოს ინიციატორი/ხელმძღვანელი/მონაწილე საგანმანთლებლო – შემოქმედებითი პროექტების, ვორქშოპების, სემინარების, ფესტივალების, კონკურსებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების;
  • აქტიური მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის/მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით გრანტების მოძიების საქმეში და უზრუნველყოს მიმართულება დაფინანსებული პროექტებით.
  • გაუძღვეს სასწავლო პროცესს, ლექციათა კურსს და უხელმძღვანელოს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით ან/და სახელოვნებო/შემოქმედებით მუშაობას;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 8 წლიანი გამოცდილება
  • თანხმობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან აფილირების შესახებ
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლებოის არ არსებობა
  • სასამართლოს მიერ      საგანმანათლებლო  დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობა
  • პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი დარგის,     სპეციალობისა და მიმართულების  განვითარების კონცეფცია
  • სასწავლო პროგრამა ერთი რომელიმე საფეხურისთვის (ან საბაკალავრო, ან სამაგისტრო ან სადოქტორო)
  • ადგილობრივ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში/ფორუმებში მონაწილეობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები;
  • ადგილობრივ ან/და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა;
  • სადოქტორო ან/და       სამაგისტრო        ან/და                             საბაკალავრო                      ნაშრომების ხელმძღვანელობა;
  • სადოქტორო ან/და       სამაგისტრო        ან/და                             საბაკალავრო                      ნაშრომების რეცენზენტობა; სადოქტორო ნაშრომების ოპონენტობა;
  • სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორობა ან/და სარედაქციო კოლეგიის წევრობა;
  • წიგნის/კრებულის, ნაშრომის რედაქტორობა;
  • ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების, საბჭოების წევრობა;
  • ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტობა

კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება კონკურსში     მონაწილეობის     შესახებ     (დადგენილი ფორმის მიხედვით)
  • რეზუმე ან CV
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ორი ფოტოსურათი (3/4)
  • დოქტორის ან  მასთან გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 8  წლიანი პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • თსსა-სთან აფილირების შესახებ წერილობითი თანხმობა
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლებოის არ არსებობის შესახებ
  • ცნობა სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობის შესახებ
  • პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა
  • ასევე, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მის მიერ მინიმალური და ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი სათანადო მტკიცბულებები/დოკუმენტები

განცხადების ფორმა:

  • განცხადება შევსებული უნდა იქნას კონკრეტული აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ფორმის შესაბამისად. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტაცია.
  • განცხადებას უნდა დაერთოს დანართი 1, სადაც მოცემული იქნება ყველა ცნობა, დოკუმენტი, ნაშრომი თუ სტატია (შესაბამისი ასლები), რომელიც წარმოადგენს კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარემოების თუ ფაქტის მტკიცებულებას. დანართი უნდა დაინომროს უწყვეტად და განაცხადი უნდა შეიცავდეს მითითებას ამ ნუმერაციაზე.
  • თუ მტკიცებულებად წარმოდგენილია ალბომი, წიგნი, აფიშა ან სხვა სახის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ვერ გახდება განაცხადის დანართი 1-ის შემადგენელი ნაწილი, ის უნდა განისაზღვროს როგორც დანართი 2.
  • ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ელექტრონული სახით უნდა იქნას წარმოდგენილი რაიმე ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით, და თუ ის შეიცავს დანართში მითითებული სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების მტკიცებულებას, ინფორმაცია უნდა განთავსდეს ციფრულ საქაღალდეებში და დაინომროს როგორც ციფრული დანართი.
  • განცხადების ყველა დანართი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში (თუ კონვერთში შეუძლებელია მათი მოთავსება, მაშინ შესაბამისი ზომის და ფორმის პაკეტში ან კონტეინერში), რომელზეც მიტითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი გვარი, დანართის ნომერი (დანართი 1/ დანართი 2) და განმცხადებლის ხელმოწერა.

განაცხადის წარდგენის წესი და ვადები:

  1. დაინტერესებულ პირს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
  2. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22.
  3. განცხადებები მიიღება: 2025 წლის 25 და 26 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  4. დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება.

გადაწყვეტილების მიღების წესი:

გადაწყვეტილების  მიღება  მოხდება  თსსა  ვაკანტური  აკადემიური  თანამდებობის  დასაკავებელი  კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.

ინფორმაცია არჩეული კანდიდატების შესახებ გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე 2025 წლის 31 მარტს.

 კონკურის შედეგად არჩეული კანდიდატების აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა მოხდება 2025 წლის 1 აპრილიდან.

 

განცხადების ფორმა

თანხმობა აფელირებაზე

თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშვების თაობაზე

პროგრამის შაბლონი

სილაბუსის შაბლონი