სსიპ თბილისი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ავეჯის პროექტირების  და ხის მხატვრული დამუშავება – პროფესორი

საიუველირო და ლითონის დამუშავების ხელოვნება – პროფესორი

სამრეწველო დიზაინი – პროფესორი

განაცხადის წარდგენის წესი და ვადები:

  1. დაინტერესებულ პირს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
  2. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22.
  3. განცხადებები მიიღება: 2025 წლის 25 და 26 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  4. დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება.

გადაწყვეტილების მიღების წესი:

გადაწყვეტილების  მიღება  მოხდება  თსსა  ვაკანტური  აკადემიური  თანამდებობის  დასაკავებელი  კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.

ინფორმაცია არჩეული კანდიდატების შესახებ გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე 2025 წლის 31 მარტს.

კონკურის შედეგად არჩეული კანდიდატების აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა მოხდება 2025 წლის 1 აპრილიდან.

 

 

განცხადების ფორმა

თანხმობა აფელირებაზე

თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშვების თაობაზე

პროგრამის შაბლონი

სილაბუსის შაბლონი