სსიპ თბილისი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ვაკანტური აკადემიური თანამდებობის   დასაკავებელი საკონკურსო პირობები

პოზიციის დასახელება: ინტერიერის დიზაინი –  პროფესორი

ვაკანსიის რაოდენობა: 1

შრომითი ხელშეკრულების კატეგორია აკადემიური თანამდებობის პირთან (A, B ან C) დამოკიდებულია სამუშაო დატვირთვაზე, ჯგუფების ოდენობასა და სხვა ფაქტორებზე. აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვის ცვლილება განაპირობებს შრომითი ხელშეკრულების კატეგორიის ცვლილებასაც, რაც შესაძლოა განხორციელდეს ყოველი სასწავლო სემესტრისათვის, აკადემიური თანამდებობის არჩევითი ვადის  განმავლობაში.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა: 

  • მონაწილეობა მიიღოს აკადემიის საგანმათლებლო რეფორმირების კონცეფციის შემუშავებასა და განვითარებაში, ფაკულტეტის სტრატეგიული მიმართულებისა და ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, სტუდენტთა მომზადების პროგრამისა და გეგმების განახლებაში.
  • ჩაატაროს მეცადინეობები თანამედროვე პედაგოგიური მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • მოამზადოს დამხმარე სასწავლო მასალა, სამუშაო გეგმების თემატიკის მიხედვით, ლექციათა ანოტაციების ჩათვლით, რაც აუცილებელია მაღალი აკადემიური ხარისხის უზრუნველსაყოფად.
  • უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირება და სრულყოფა (ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობა, არსებული პროგრამების მოდიფიცირება, სილაბუსების და სწავლების მეთოდიკის შემუშავება).
  • წარმართოს სასწავლო-შემოქმედებითი ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები მათ შორის სასწავლო მეთოდოლოგიური. იყოს ინიციატორი/ხელმძღვანელი/მონაწილე საგანმანთლებლო – შემოქმედებითი პროექტების, ვორქშოპების, სემინარების, ფესტივალების, კონკურსებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების;
  • აქტიური მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის/მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით გრანტების მოძიების საქმეში და უზრუნველყოს მიმართულება დაფინანსებული პროექტებით.
  • გაუძღვეს სასწავლო პროცესს, ლექციათა კურსს და უხელმძღვანელოს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით ან/და სახელოვნებო/შემოქმედებით მუშაობას;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • არქიტექტურის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.
  • არქიტექტურის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, გარემოს (სივრცის) დიზაინის კვალიფიკაციის (დიპლომის) მქონე პირებს
  • ინტერიერის დიზაინის/არქიტექტურის  მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პედაგოგიური მოღვაწეობის არანაკლებ რვა წლიანი სტაჟი;
  • თსსა-სთან აფილირების შესახებ წერილობითი თანხმობა
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლებოის არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობის შესახებ;
  • ასევე, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მის მიერ მინიმალური და ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი  სათანადო მტკიცბულებები/დოკუმენტები;
  • პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასწავლო პროგრამის ერთი რომელიმე საფეხურისათვის (საბაკალავრი, ან სამაგისტრო, ან სადოქტორო) პროგრამის წარმოდგენა.
    • შესრულებული, ან განხორციელებული პროექტები (პორტფოლიო)
    • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში/ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ არიტექტურულ კონკურსებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობა;
  • სამაგისტრო, საბაკალავრო სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელობა,

ოპონირება, რეცენზენტობა;

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანებლობა, ოპონირება, რეცენზენტობა;
  • დარგობრივ საექსპერტო კომისიებში მუშაობის გამოცდილება.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა/ ექსპერტობა;

კონკურსში მონაწილეობისთვის წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით);
  • რეზუმე ან CV;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3/4);
  • ინტერიერის/არქიტექტურის დიზაინის მაგისტრის, ან  მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი

განაცხადის წარდგენის წესი და ვადები:

  1. დაინტერესებულ პირს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
  2. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22.
  3. განცხადებები მიიღება: 2025 წლის 25 და 26 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  4. დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება.

გადაწყვეტილების მიღების წესი:

გადაწყვეტილების  მიღება  მოხდება  თსსა  ვაკანტური  აკადემიური  თანამდებობის  დასაკავებელი  კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.

ინფორმაცია არჩეული კანდიდატების შესახებ გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე 2025 წლის 31 მარტს.

 კონკურის შედეგად არჩეული კანდიდატების აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა მოხდება 2025 წლის 1 აპრილიდან.

განცხადების ფორმა

თანხმობა აფელირებაზე

თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშვების თაობაზე

პროგრამის შაბლონი

სილაბუსის შაბლონი