საკონკურსო პირობები
ვაკანსიის დასახელება: მედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – მედიახელოვნება/ციფრული მედია
ადგილების რაოდენობა: 1
- შრომითი ხელშეკრულების კატეგორია აკადემიური თანამდებობის პირთან (A, B ან C) დამოკიდებულია სამუშაო დატვირთვაზე, ჯგუფების ოდენობასა და სხვა ფაქტორებზე. აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვის ცვლილება განაპირობებს შრომითი ხელშეკრულების კატეგორიის ცვლილებასა, რაც შესაძლოა განხორციელდეს ყოველი სასწავლო სემესტრისათვის, აკადემიური თანამდებობის არჩევითი ვადის განმავლობაში.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
- თსსა წესდების შესაბამისად, მიმართულების წამყვანი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და სხვა დარგის წამყვან პროგრამის გამნახორციელებლებთან ერთად, მონაწილეობას იღებს სასწავლო-მეთოდოლოგიურ საქმიანობაში, ასევე სილაბუსების შემუშავება-მოდიფიცირებაში.
- ატარებს მეცადინეობებს ინდივიდუალურად, ჯგუფურად თანამედროვე მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდიურ რეჟიმში მედიახელოვნების, ფოტოხელოვნების და მულტიმედიური პროექტირებისათვის.
- ამზადებს დამხმარე სასწავლო მასალს, სამუშაო გეგმების თემატიკის მიხედვით, რაც აუცილებელია მაღალი აკადემიური ხარისხის უზრუნველსაყოფად.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- დარგში პედაგოგიური საქმიანობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ინგლისურ ენაზე განხორციელებული ლექციები, სემინარები, გაკვეთილები.
- თანხმობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან აფილირების შესახებ.
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის არ არსებობა.
- სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობა.
- პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამოტივაციო წერილი – აუდიოვიზუალური მეთოდების და მედიაპროდუქციის წარმოების გათვალისწინებით;
- საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) გათვალისწინებით.
- დარგის შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, საერთაშორისო ვორქშოფში/საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა, (საჭიროების შემთხვევაში – გასაუბრება).
კონკურსიში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით);
- რაზიუმე ან CV;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი 3×4;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან/და უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლიანი პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მათ შორის ინგლისურ ენაზე განხორციელებული ლექციები,სემინარები, გაკვეთილები.
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა.
- თსსა–სთან აფილირების შესახებ წერილობითი თანხმობა;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის არ არსებობის შესახებ.
- ცნობა სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობის შესახებ.
- პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა.
განცხადების ფორმა:
- განცხადება შევსებული უნდა იქნას კონკრეტურლი აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ფორმის შესაბამისად. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტაცია.
- განცხადებას უნდა დაერთოს დანართი 1, სადაც მოცემული იქნება ყველა ცნობა, დოკუმენტი, ნაშრომი თუ სტატია, რომელიც წარმოადგენს კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარემოების თუ ფაქტის მტკიცებულებას. დანართი უნდა დაინომროს უწყვეტად და განაცხადი უნდა შეიცავდეს მითითებას ამ ნუმერაციაზე.
- თუ მტკიცებულებად წარმოდგენილია ალბომი, წიგნი, აფიშა ან სხვა სახის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ვერ გახდება განაცხადის დანართი 1-ის შემადგენელი ნაწილი, ის უნდა განისაზღვროს როგორც დანართი
- ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ელექტრონული სახით უნდა იქნას წარმოდგენილი რაიმე ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით, და თუ ის შეიცავს დანართში მითითებული სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების მტკიცებულებას, ინფორმაცია უნდა განთავსდეს ციფრულ საქაღალდეებში და დაინომროს როგორც ციფრული დანართი.
- განცხადების ყველა დანართი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში (თუ კონვერთში შეუძლებელია მათი მოთავსება, მაშინ შესაბამისი ზომის და ფორმის პაკეტში ან კონტეინერში), რომელზეც მიტითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი გვარი, დანართის ნომერი (დანართი 1/ დანართი 2) და განმცხადებლის ხელმოწერა.
განაცხადის წარდგენის წესი და ვადები:
- დაინტერესებულ პირს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
- განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22.
- განცხადებები მიიღება: 2025 წლის 25 და 26 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
- დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება.
გადაწყვეტილების მიღების წესი:
გადაწყვეტილების მიღება მოხდება თსსა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.
ინფორმაცია არჩეული კანდიდატების შესახებ გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე 2025 წლის 31 მარტს.
კონკურის შედეგად არჩეული კანდიდატების აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა მოხდება 2025 წლის 1 აპრილიდან.
თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშვების თაობაზე