სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2024/2025 აკადემიური სასწავლო წლისთვის გამოცხადებულ ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა  (National Scholarship Program).

სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს და მკვლევარებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ გვერდზე: www.scholarships.sk ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე
სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.