ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე და ფილოსოფოსი მონიკა ლაიშლ-კისლი, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ერასმუს მობილობის ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში იმყოფება. ის ჩაატარებს თემატურ ლექციებსა და სემინარებს – გენდერული კვლევების, სემიოტიკის და ესთეტიკის საკითხების შესახებ.
პროფესორი ლაიშლ-კისლი 28, 29, და 30 აპრილს 17:00 საათზე ჩაატარებს ლექციებს, ხოლო 2 მაისს გამართავს საჯარო ლექციას – სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.