12 თებერვალი, 2025 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა პროფესორებისა და სტუდენტების ჯგუფი, ჩინეთის წამყვანი დიზანის სკოლებიდან: პეკინის აკადემიის – Central Academy of Fine Arts CAFA- ს ვიზუალური კომუნიკაციის დიზაინის პროფესორ Xiaoyong-ის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე არის Macau University of Science and Technology უნივერსიტეტის პროფესორი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის მედალის მთავარი დიზაინერი და CUMULUS- ის მრჩეველი, საბჭოს წევრი და ICOGRADA (Ico-D, 2009-2011) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. შედგა შეხვედრა თსსა რექტორთან და აკადემიის წარმომადგენლებთან. დაიგეგმა საუნივერსიტეტო გაცვლითი თანამშრომლობა.