პრეზენტაცია “პოსტინდუსტრიულიდან სოციალურ დიზაინერობამდე”

13 მაისი, 2025 წელი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა “IED Istituto Europeo di Design” პროფესორის, სოციალური დიზაინერის – Zeno Franchini პრეზენტაცია თემაზე: “პოსტინდუსტრიულიდან სოციალურ დიზაინერობამდე”.
ფრანკინი გახლავთ POLIMI-სა და Design Academy Eindhoven კურსდამთავრებული. ამჟამად “Marginal Studio”-ს თანადამფუძნებელია. მისი ძირითადი შემოქმედებითი მიმართულებაა ობიექტების შექმნა, ტრადიციების გაცოცხლება და თანამედროვე სოციალური გარემოს პრობლემების მოწესრიგება. 2023 წლის ვენეციის ბიენალეზე, ის ოქროს ლომის მფლობელი გახდა. ასევე, გახლავთ “AFTER Festival diffuso di architettura”-ს თანაკურატორი და “LOTs – Libero osservatorio territoriale sud”-ის დამფუძნებელი