მოსამზადებელი კურსი “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება”

ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს, რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.

კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მიზნით აპირებენ საგან “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების” – ჩაბარებას.

კურსის მოცულობა  – 190 აკადემიური  საათი;
მეცადინეობა  ჩატარდება:  კვირაში ორჯერ,  2-2  საათი.

თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  შემდეგ მისამართზე:

გრიბოედოვის ქუჩა N22. (მთაწმინდის რაიონი);

კურსს გაუძღვება: თსს აკადემიის რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი- ირმა მათიაშვილი

კურსის ღირებულება 800 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge

ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი