თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და ერასმუსის ინსტიტუციური კოორდინატორი, მაია ყიფიანი, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, მიწვევით იმყოფებოდა სამხატვრო აკადემიის ახალ ერასმუს პარტნიორთან, საფრანგეთის – მონპელიეს Paul Valéry University Montpellier 3 უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურების კვირეულზე.
ტრენინგის პარალელურად, განხილულ იქნა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები კინოს მხატვრობის მიმართულებით: ICM, BIP და სხვა მასშტაბური კოლაბორაციული პროექტები, სტუდენტების მობილობები და უცხოელი სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული გამოწვევები. შედგა ასევე კინოსა და თეატრის მიმართულებებისა და კამპუსების გაცნობითი ვიზიტები, შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან და სხვა.