13-17 მაისი, 2024 – მობილობა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში.
2017 წლიდან დღემდე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – არქიტექტურის ფაკულტეტსა და ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტს შორის, წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა ერასმუს მობილობა უწყვეტად მიმდინარეობს. 13-17 მაისს, ლიხტენშტეინში, სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნესტან წიკლაური იმყოფებოდა.
წლების განმავლობაში, გაცვლით პროგრამებში მონაწილე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. არქიტექტურის ფაკულტეტის კოორდინატორი, ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის მიმდინარე RIBA-ს აკრედიტაციების მოსამზადებელ პროცესებში, პრაქტიკული კუთხით გახლდათ ჩართული. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორსა და ფაკულტეტის დეკანთან, ასევე გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა ინტერკულტურულ ჯგუფთან. განხილულ იქნა, სხვადასხვა მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტები. ერასმუს კვირეულის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო პროექტები პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.