ქ. თბილისის მერიის მიერ, 2023 წლის 9 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში, გაიმარჯვა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – ქანდაკების მიმართულების, მაგისტრატურის სტუდენტის, ბექა ჩხაიძის ესკიზმა.
აღსანიშნავია, რომ ბექა ჩხაიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, პირველი საერთაშორისო რეზიდენციის წარმატებული მონაწილეა. მისი ნამუშევარი განთავსდა საფრანგეთში – ლევილის ქართულ მამულში. ცნობისათვის, სამხატვრო აკადემიამ, “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმის”ფარგლებში, ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პროექტის მონაწილე 7 ახალგაზრდა მოქანდაკე, კონკურსის წესით გამოავლინა.
მერიის კონკურსი კი, გამოცხადებული იყო ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში (პანთეონში), იუსტინე აბულაძის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) შექმნაზე.
იუსტინე აბულაძე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და პროფესორთა პირველი კოლეგიის წევრი იყო. ნამუშევრის ესკიზის ფოტო, გადაღებულია მუშაობის პროცესში.
ვულოცავთ ბექა ჩხაიძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას!