ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის – არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის, RIBA აკრედიტაციის ბორდის წევრის, შენობა-ნაგებობების მემკვიდრეობის ექსპერტის, პროფესორ დენიელ შტოკჰამერის ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში.
2025 წლის 22 აპრილს, სტუმარი შეხვდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს, ვიცე-რექტორს და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლებს. 23 აპრილს – საპრეზენტაციო მოხსენება სტუდენტებისთვის.