ლატვიის სახელმწიფომ სტუდენტებისათვის გამოაცხადა სასწავლო და საზაფხულო სკოლების სტიპენდიები.
სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, სწავლის ხანგრძლივობა დოქტორანტებისათვის 11 თვეა, სხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის კი – 10 თვე. ყოველთვიური სტიპენდია ბაკალვრიატის სტუდენტებისათვის 500 ევროა, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის – 600 ევრო, დოქტორანტებისათვის – 700 ევრო.
სასწავლო ხარჯებს ლატვიური მხარე ანაზღაურებს, მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს კი – სტუდენტები.
აპლიკაციების მიღების ვადებია: 2025 წლის 1 თებერვლიდან – 1 აპრილის ჩათვლით;
განცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://scholarships.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილი