ამჟამად მსოფლიოში, 120 მილიონზე მეტი ადამიანი, საკუთარი სახლიდან იძულებით არის გადაადგილებული. მათ სახლიდან შორს მოუწიათ უსაფრთხოების ძიება – ომის, ძალადობისა და დევნისგან თავის დასაღწევად. ბოლო ათწლეულში, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა გაორმაგდა და რეკორდულ რიცხვს მიაღწია.
▫️საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) ერთ-ერთი პრიორიტეტია, საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ლტოლვილების წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნოს და ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ ცნობადობა გაზარდოს.
სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაციასა და სამხატვრო აკადემიას შორის, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, UNHCR საქართველო, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს!
თემა: “იმედი სახლიდან შორს – იძულებით გადაადგილების გამოცდილება”.
▫️კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური და გამოავლებს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი ჯილდოები. ასევე, სტუდენტების ნამუშევრები, მომავალში გამოყენებულ იქნება UNHCR საქართველოს ბრენდინგში.
▫️გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები მიიღებენ “სითი მოლის” მაღაზიების სასაჩუქრე ბარათებს:
ადგილი – 3500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ადგილი – 2500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ადგილი – 1500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში, სამხატვრო აკადემიაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კონკურსში მონაწილე ყველა ნამუშევარი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 დეკემბერი!
საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
+995 599 222 012
ana.mikeladze@art.edu.ge