სსიპ თბილისი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ვაკანტური აკადემიური თანამდებობის   დასაკავებელი

საკონკურსო პირობები

  1. პოზიციის დასახელება: არქიტექტურის ფაკულტეტის ინტერიერის დიზაინის მიმართულებით სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი

 

  1. ვაკანსიის რაოდენობა: ინტერიერის დიზაინის მიმართულებით -1
  • შრომითი ხელშეკრულების კატეგორია აკადემიური თანამდებობის პირთან (A, B ან C) დამოკიდებულია სამუშაო დატვირთვაზე, ჯგუფების ოდენობასა და სხვა ფაქტორებზე. აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვის ცვლილება განაპირობებს შრომითი ხელშეკრულების კატეგორიის ცვლილებასაც, რაც შესაძლოა განხორციელდეს ყოველი სასწავლო სემესტრისათვის, აკადემიური თანამდებობის არჩევითი ვადის  განმავლობაში.

 

  1. სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
  • ასოცირებული პროფესორი უზრუნველჰყოფს ჩაატაროს მეცადინეობები თანამედროვე პედაგოგიური მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მოამზადოს დამხმარე სასწავლო მასალა, სამუშაო გეგმები (თემატიკის მიხედვით, ლექციათა ანოტაციების ჩათვლით), რაც აუცილებელია მაღალი აკადემიური ხარისხის უზრუნველსაყოფად;
  • წარმართოს სასწავლო-შემოქმედებითი ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
  • გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სასწავლო მეთოდოლოგიური;
  • მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კონფერენციებში, გამოფენებში და ფესტივალებში, ვორქშოფებისა და ფესტივალების მოწყობაში, პროექტებისა და გრანტების მოზიდვაში და სხვა. აგრეთვე გაუძღვეს სასწავლო პროცესს და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით ან/და  სახელოვნებო/შემოქმედებით მუშაობას.

 

5.მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არქიტექტურის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.
  • არქიტექტურის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, გარემოს (სივრცის) დიზაინის, კვალიფიკაციის (დიპლომის) მქონე პირებს.
  • ინტერიერის დიზაინის/არქიტექტურის  მაგისტრის, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პედაგოგიური მოღვაწეობის არანაკლებ  ოთხ   წლიანი სტაჟი;
  • თსსა-სთან აფილირების  შესახებ წერილობითი თანხმობა;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლებოის არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობის შესახებ;
  • ასევე, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მის მიერ მინიმალური და ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი  სათანადო მტკიცბულებები/დოკუმენტები;
  • პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობა.

 

  1. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მიმართულების საბაკალავრო ან /და სამაგისტრო  საფეხურისათვის სილაბუსის(ების)  და მიმართულების, დარგის/ სპეციალობის განვითარების კონცეფციის  წარმოდგენა;
  • სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთოდური მუშაობის გამოცდილება.
  • შესრულებული ან განხორციელებული პროექტები (პორტფოლიო);
  • გამოქვეყნებული სტატიები (მისი ავტორობით ან/და მის შესახებ) არანაკლებ ერთისა.
  • სამაგისტრო, ან საბაკალავრო სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელობა, ან ოპონირება, ან რეცენზენტობა;
  • საერთაშორისო ან ადგილობრივ კონფერენციებში მონაწილეობა;

 

  1. კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ(დადგენილი ფორმის მიხედვით);
  • რეზუმე ან CV;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3/4);
  • ინტერიერის დიზაინის /არქიტექტურის  მაგისტრის,             ან    მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო   დაწესებულებაში არა ნაკლებ 4   წლიანი პედაგოგიური   საქმიანობის   დამადასტურებელი  დოკუმენტი;
  • თსსა–სთან აფილირების შესახებ წერილობითი თანხმობა;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლებოის არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობის შესახებ;
  • ასევე, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მის მიერ მინიმალური და ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი სათანადო მტკიცბულებები/დოკუმენტები;
  • პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობა.

 

  1. განცხადების ფორმა:
  • განცხადება შევსებული უნდა იქნას კონკრეტურლი აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ფორმის შესაბამისად, (სადაც უნდა შეივსოს მინიმალური და ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გრაფა, და მიეთითოს რა მტკიცებულებით არის გამყარებული თითოეული ფაქტი თუ გარემოება; ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტაცია).
  • განცხადებას უნდა დაერთოს დანართი 1, სადაც მოცემული იქნება ყველა ცნობა, დოკუმენტი, ნაშრომი თუ სტატია, რომელიც წარმოადგენს განცხადებაში მითითებული რომელიმე გარემოების თუ ფაქტის მტკიცებულებას. დანართი უნდა დაინომროს უწყვეტად და განაცხადი უნდა შეიცავდეს მითითებას ამ ნუმერაციაზე.
  • თუ მტკიცებულებად წარმოდგენილია ალბომი, წიგნი, აფიშა ან სხვა სახის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ვერ გახდება განაცხადის დანართი 1-ის შემადგენელი ნაწილი, ის უნდა განისაზღვროს როგორც დანართი 2.
  • ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ელექტრონული სახით უნდა იქნას წარმოდგენილი რაიმე ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით, და თუ ის შეიცავს დანართში მითითებული სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების მტკიცებულებას, ინფორმაცია უნდა განთავსდეს ციფრულ საქაღალდეებში და დაინომროს როგორც ციფრული დანართი.
  • განცხადების ყველა დანართი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში (თუ კონვერთში შეუძლებელია მათი მოთავსება, მაშინ შესაბამისი ზომის და ფორმის პაკეტში ან კონტეინერში), რომელზეც მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი გვარი, დანართის ნომერი (დანართი 1 / დანართი 2) და განმცხადებლის ხელმოწერა.

 

განაცხადის წარდგენის წესი და ვადები:

  1. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22.
  2. განცხადებები მიიღება: 2025 წლის 1 და 2 მაისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  3. დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება.

 

გადაწყვეტილების მიღების წესი:

გადაწყვეტილების მიღება მოხდება თსსა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.

განცხადების ფორმა

თანხმობა აფელირებაზე

თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშვების თაობაზე

პროგრამის შაბლონი

სილაბუსის შაბლონი