კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელის ვიზიტი

ERASMUS
23 მაისი, 2024 წელი
▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა ქალაქ კიოლნის – გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი იოხან ზიგმუნდი. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსა რექტორი და არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლები. შედეგად, საფუძველი ჩაეყარა სამომავლო პარტნიორულ თანამშრომლობას ერასმუს+ პროგრამების ფარგლებში – სამხატვრო აკადემიასა და Cologne University of Applied Sciences შორის.