იუნესკოს კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

იუნესკოს ეგიდით ცხადდება კონკურსი Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation.

კონკურსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციურ, მდგრადი დიზაინის მქონდე იდეებს.
კონკურსი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კაცობრიობისთვის, გამოიყენოს მეცნიერების სრული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და ყველასთვის
უსაფრთხო და სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად.

იუნესკო იწვევს ახალგაზრდა დიზაინერებსა და ინოვატორებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 35 წლამდე ასაკის მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარ გუნდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს,
უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევარებს, მეცნიერებს და სხვ.

აპლიკაციების მიღების ვადაა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერი.

განაცხადები განიხილება ჟიურის მიერ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს იუნესკოს
ვებ-გვერდზე.

გამარჯვებული გუნდები მიიღებენ იუნესკოს სერთიფიკატებს და მათი პროექტები წარმოდგენილი იქნება როგორც ძირითადი სარეკლამო მასალები IDSSD
გლობალურ ღონისძიებებსა და აქტივობებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ წინამდებარე წერილზე მიბმული ფაილი ან შემდეგი ვებ-გვერდი:
https://www.unesco.org/en

ფაკულტეტებს და კვლევით ცენტრებს გთხოვთ,
ინფორმაცია მიაწოდოთ ფაკულტეტებისა და ცენტრების თანამშრომლებს, ასევე სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

შეითხვების არსებობის შემთხვევაში ან საკონსულტაციოდ, მოგვმართეთ სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურს.

საკონკურსო პროექტის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ.
მოგახსენებთ, რომ სამსახური აწარმოებს სამხატვრო აკადემიის, საკონკურსოდ გასული, ასევე გამარჯვებული პროექტების რეესტრს,
ამისთვის საჭიროა გამოგვიგზავნოთ თქვენი პროექტის დასახელება და პროექტის კოორდინატორის საკონტაქტო ინფორმაცია.