2024 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით:
არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთათვის
1. აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2024 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით;
2. აკადემიაში პორტფოლიოს წარდგენა მოხდება – 2024 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა);
3. არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთა პორტფოლიოს განხილვა-შეფასება – 2024 წლის 27 მაისიდან 2024 წლის 29 მაისის ჩათვლით:
4. არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთა პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა – 2024 წლის 31 მაისი;
5. შესაბამისი საპრეტენზიო საბჭოს მიერ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთა პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი
საპრეტენზიო განცხადებების განხილვა – 2024 წლის 3-4 ივნისი;
6. შესაბამისი საპრეტენზიო საბჭოს მიერ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთა პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ
საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება – არაუგვიანეს 2024 წლის 5 ივნისი;
7. აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი): გამოცდა ხაზვაში – 2024 წლის 10-11 ივნისი;
8. საგამოცდო ნამუშევრების შეფასება – არაუგვიანეს 2024 წლის 12 ივნისი;
9. საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა – 2024 წლის 14 ივნისი, 10:00 – 16:00სთ
10. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა – 2024
წლის 17-18 ივნისი;
11. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების
მიღება – არაუგვიანეს 2024 წლის 19 ივნისი;
სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საბაკალავრო
პროგრამებზე ჩამბარებელთათვის
1. აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2024 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით;
2. აკადემიაში პორტფოლიოს წარდგენა მოხდება – 2024 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა);
3. გამოცდა ხატვაში (სწრაფი ჩანახატები-სკეტჩები) – 2024 წლის 12-15 ივნისი;
4. საგამოცდო ნამუშევრებისა და პორტფოლიოს შეფასება – არაუგვიანეს 2024 წლის 17 ივნისი;
5. საგამოცდო ნამუშევრების/პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა – 2024 წლის 19 ივნისი, 10:00 – 16:00სთ
6. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების/პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების
განხილვა – 2024 წლის 20-21 ივნისი;
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების/პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე
გადაწყვეტილების მიღება – არაუგვიანეს 2024 წლის 22 ივნისი.