თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის განცხადება, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რჩება ევროინტეგრაციის კურსის უპირობო მხარდამჭერად და ემიჯნება ძალადობას!
სამხატვრო აკადემია პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის მოსაზრებას და პოზიციას. შესაბამისად, სამხატვრო აკადემიაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, ხოლო იმ სტუდენტებს, ვინც ვერ დაესწრება ლექციებს, მიეცემათ საშუალება, სემესტრის ბოლომდე, ლექტორებთან შეთანხმებით, აღადგინონ გაცდენილი საათები – ინდივიდუალური გრაფიკით