30აპრილი – 1 მაისი, 2025 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, თანამშრომლობის მობილობის ფარგლებში, ესტუმრა ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ასისტენტ პროფესორი – მაჩეი იაროშჩუქი. სტუმარი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს და სხვა წარმომადგენლებს, ასევე მან სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით პრეზენტაცია-ვორქშოფი გამართა.