ერასმუს მობილობის კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის- მედია ხელოვნების ფაკულტეტი

ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი მედია ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის, ესპანეთში, მალაგაში,   2-6 ივნისს  დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება ინოვაციებს უმაღლეს განათლებაში და ციფრული ტრანსფორმაციის თემებს (ვიზიტები: CPIFP Alan Turing, Polo Contenidos Digitales” (High Technology Innovation Hub), Games/XR Development Master Vocational Degree, მალაგის ტექნოპარკში).
კვირეულში მონაწილეობა განხორციელდება თსსა-სა და ესპანეთის CARTES კონსორციუმს შორის გაფორმებული ერასმუს ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში.
აპლიკანტს მოეთხოვება მედია ხელოვნების ფაკულტეტის კომისიას წარუდგინოს   CV და კვირეულის თემასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება
დედლაინი, 19 მაისი.
საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური, მედია ხელოვნების ფაკულტეტის საერთაშორისო კოორდინატორი