ერასმუს მობილობის კონკურსი – ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში, პროგრამა ინგლისურ ენაზე-Interaction Design and Sound Design და პროგრამა Media Design and Communication Design ნაწილობრივ გერმანულადაა, ნაწილობრივ კი ინგლისურად. სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების მონწილეობა პრიორიტეტულია.
გთხოვთ, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. პროფესორის რეკომენდაცია
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ);
▫️საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2024 წელი
▫️საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge