4-18 ოქტომბერი, 2024 წელი;
მასპინძელი უნივერსიტეტი: კასტამონუ (Kastamonu Üniversitesi);
საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეულს, რომლის მასპინძელი ქვეყანა თურქეთი იყო, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან დაესწრო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი და სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს+ კოორდინატორი – ნატა ნიკოლეიშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო, Erasmus+ KA171 პროგრამასთან ე.წ. მესამე ქვეყნების ჩართულობის გაძლიერება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და გამოცდილების გაზიარება. კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტს 17 სხვადასხვა ქვეყნის 26 მონაწილე ეწვია. ესენია: საქართველო, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ფილიპინები, მალაიზია, ალჟირი, იორდანია, უკრაინა, ჩინეთი, ინდონეზია, უზბეკეთი და განა.