2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით
საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი შემოქმედებითი ტური გამოცდა ხატვაში – 2024 წლის 27 აგვისტოს 11:00 სთ, პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში – 2024 წლის 29
აგვისტოს 11:00 სთ.
გაეცანით დანარჩენ პროცედურებს:
მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; ( www.students.emis.ge )
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები www.emis.ge –ზე)
ელექტრონულ პორტალზე; ( http.students.emis.ge ) რეგისტრაციის შემდეგ, მედიახელოვნების, დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების
საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელი სტუდენტები უნდა მობრძანდეთ თსსა კანცელარიაში განცხადების ადგილზე დასაწერად 2024 წლის
22-26 აგვისტოს ჩათვლით ქ. თბილისი ზუბალაშვილების ქ.N23 (მთაწმინდის რაიონის გამგეობის პირდაპირ) აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შეგახსენებთ, რომ სახვითი ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე შემოქმედებითი ტური გამოცდა ხატვაში ჩატარდება 2024 წლის 27 აგვისტოს 11:00სთ
დიზაინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება 2024 წლის 29 აგვისტოს 11:00 სთ.
დიზაინის ფაკულტეტზე გადმოსვლის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ
მობილობის ვადები:
ა) აკადემიის მედიახელოვნების, დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა.ა) გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია – 2024 წლის 22-26 აგვისტოს ჩათვლით;
ა.ბ) გამოცდა (შემოქმედებითი ტური ხატვაში; პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში) – 2024 წლის 27-29 აგვისტოს 11:00 სთ;
ა.გ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2024 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბერის 13:00 სთ ჩათვლით;
ა.დ) შედეგების გამოქვეყნება/წარდგენა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში – 2024 წლის 2-3 სექტემბერი;
ბ) აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბ.ა)გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია, კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) – 2024 წლის 10-13 სექტემბერი;
ბ.ბ) გამოცდები სპეციალობაში- 2024 წლის 16 სექტემბერი;
ბ.გ) შედეგების გამოქვეყნება – 2024 წლის 17 სექტემბერი;
ბ.დ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2024 წლის 18 სექტემბერი
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ აკადემიის სამართლებრივი აქტის პროექტის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენა 2024 წლის 23 ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
პირადობის მოწმობის ასლი;
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
სტუდენტის სასწავლო ბარათი;
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.
ბრძანება გარე მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადების შესახებ
ბრძანება სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტებზე გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური
ადგილების რაოდენობისა და წინაპირობების დამტკიცების შესახებ