გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის

საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში 2024 წლის 2 თებერვალს 12:00 სთ.
გაეცანით დანარჩენ პროცედურებს:

 

მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; (https://students.emis.ge)
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები www.emis.ge-ზე)
ელექტრონულ პორტალზე; (https://students.emis.ge) რეგისტრაციის შემდეგ, დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელი სტუდენტები უნდა მობრძანდეთ თსსა კანცელარიაში განცხადების ადგილზე დასაწერად 31 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ქ.თბილისი ზუბალაშვილების ქ.N23 (მთაწმინდის რაიონის გამგეობის პირდაპირ) აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შეგახსენებთ, რომ გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება 2024წ 2 თებერვალს 12:00 სთ.

 

მობილობის ვადები:
ა) აკადემიის დიზაინის ფაკულტეტისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა.ა) გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია – 2024 წლის 31 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლის ჩათვლით;
ა.ბ) გამოცდა (შემოქმედებითი ტური ხატვაში; კომპოზიციაში) – 2024 წლის 2 თებერვალი 12:სთ;
ა.გ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2024 წლის 5 თებერვალი 13:სთ;
ა.დ) შედეგების გამოქვეყნება/წარდგენა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში – 2024 წლის 5 თებერვალი;
ბ) აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბ.ა)გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია, კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) – 2024 წლის 9-13 თებერვალი;
ბ.ბ) გამოცდები სპეციალობაში- 2024 წლის 15 თებერვალი;
ბ.გ) შედეგების გამოქვეყნება – 2024 წლის 16 თებერვალი.

 

2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ აკადემიის სამართლებრივი აქტის პროექტის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენა 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
• პირადობის მოწმობის ასლი;
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი;
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.

 

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტებზე 2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები და მიღების წინაპირობები: PDF ფაილი იხილეთ ბმულზე