აღმოაჩინეთ Erasmus+ მობილობის და Erasmus Mundus-ის შესაძლებლობები!

გსურთ გაიფართოოთ ჰორიზონტი და გაამდიდროთ თქვენი აკადემიური ცხოვრება? Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელზეც განხილული იქნება ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის Erasmus+-ის კრედიტების მობილობის პროგრამით და Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით.

დეტალები:

თარიღი: 25 ივნისი, 2024
დრო: 11:00 – 13:00
სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და ახალგაზრდები
ლოკაცია: თბილისის სამხატვრო აკადემია

რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?

Erasmus+-ის მობილობა: გაეცანით მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს. ამ პროგრამების საშუალებით გექნებათ საშუალება საზღვარგარეთ ისწავლოთ,მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგებში და გაამდიდროთ თქვენი გამოცდილება.
Erasmus Mundus: გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისოდ აღიარებულ ერთობლივ მაგისტრატურის პროგრამაში, Erasmus Mundus-ში.
რჩევები განაცხადის დაწერასთან დაკავშირებით: მიიღეთ დეტალური რჩევები შენატანის გაკეთებასთან (მათ შორის შერჩევის კრიტერიუმებთან), დოკუმენტაციის შეგროვებასთან და მნიშვნელოვან დედლაინებთან დაკავშირებით.
მოუსმენთ Erasmus+-ის პროგრამის კურსდამთავრებულებს: მიიღეთ ღირებული რჩევები სტუდენტებისგან, რომლებმაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა Erasmus+-ის მობილობებში და Erasmus Mundus-ში.
ინტერაქტიული კითხვა-პასუხი: მიიღეთ პასუხები Erasmus+-ის კოორდინატორისა და გამოცდილი კურსდამთავრებულებისგან.
ნეთვორქინგი: გაიცანით თანატოლები, რომლებიც თქვენსავით დაინტერესებულნი არიან საზღვარგარეთ სწავლით.

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ღონისძიებაზე სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!

სარეგისტრაციო ბმული