აფხაზი მხატვრების 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომა ნამუშევრების გამოფენა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გიწვევთ გამოფენის გახსნაზე, რომელიც იმართება იმ მხატვრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა აკადემიის მუზეუმის ფონდში არსებული ნამუშევრების მოწესრიგება, რესტავრაცია-კონსერვაცია და ჩარჩოში ჩასმა. დაგეგმილია პროექტის გაგრძელებაც, რაც მოიცავს აკადემიის მუზეუმის ფონდში არსებული სხვა ნამუშევრების მოწესრიგებას და სამომავლოდ, კატალოგის გამოცემას.
გახსნა: 20 ნოემბერი, 19:00 საათზე
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22