20 ნოემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა იმ მხატვრებს, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ.