არქტექტურის ფაკულტეტის აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! აპელაცია

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის
2024 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ხაზვის გამოცდის
შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 17-18
ივნისს 11:00  საათიდან.

საპრეტენზიო  განაცხადის მიღება იწარმოებს 14 ივნისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ქ.თბილისი, ზუბალაშვილის ქუჩიდან, თსსა სასწავლო კორპუსის შენობაში.
საპრეტენზიო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა მიუთითოს
აბიტურიენტისთვის მინიჭებული ინდივიდუალური კოდი.
საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს საპრეტენზიო განაცხადის განხილვის
საფასური – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
(საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი.

სამხატვრო აკადემიის რეკვიზიტები:(ნებისმიერი ბანკიდან)სსიპ თბილისის
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიშიბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289