თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული შიდა კონკურსის “ქანდაკების სიმპოზიუმი ლევილში“ ფარგლებში აცხადებს შიდა კონკურსს
საკონკურსო დებულება
კონკურსის მიზანია:
ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრებიდან შეირჩეს შვიდი საუკეთესო ქანდაკების ესკიზი თემაზე “თავისუფლება“;
ნამუშევრები შესრულდება ლევილის მამულის ტერიტორიაზე სამი კვირის განმავლობაში; მასალა: რკინა (შავი მეტალი). დასრულებული ნამუშევრები განთავსდება
ლევილის მამულის ტერიტორიაზევე.
კონკურსის პირობები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების სტუდენტებს;
2. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესკიზის წარმოდგენა;
3. საკონკურსო ესკიზი უნდა იყოს წარმოდგენილი, მეტალის ან კარდონის მასალაში;
4. საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზები უნდა იყოს გააზრებული მეტალში;
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი
1. კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ნამუშევარი ესკიზის სახით;
2. ნამუშევრის კონცეფცია (არაუმეტეს ერთი თაბახის ფურცელის);
3. წარმოდგენილი ესკიზი არ უნდა აღემატებოდეს, სიმაღლე 50 –სმ, სიგანე 50 –სმ, სისქე 50-სმ, ზომას;
კონკურსის ვადები
1. საკონკურსო განაცხადებები მიიღება 2024 წლის 10 მარტიდან 25 მარტამდე;
2. საკონკურსო განცხადება, საკონკურსო ნამუშევრის კონცეფცია (არაუმეტეს ერთი თაბახის ფურცელის) და საკონკურსო ნამუშევრის ესკიზი რეგისტრირდება თსსა
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულებაზე, საკონკურსო კომისიის მდივანთან;
3. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების შესახებ გასაჯაროვდება აკადემიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე;
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მდივანი: ნოდარ როსტიაშვილი 593 93 59 72
პროექტის ხელმძღვანელი: ლევან მუზაშვილი 555 32 06 68