აბიტურიენტთა საყრადღებოდ, აკადემიაში პორთფოლიოების წარდგენა მოხდება ეტაპობრივად.
აბიტურიენტს, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილურის ნომერზე, მიუვა სმს გზანილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომელ რიცხვში უნდა წარმოადგინოს პორტფოლიო, აკადემიაში.
აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს, სმს-ს გზავნილში მითითებულ დღეს.
პორთფოლიოების ჩაბარება მოხდება 2024 წლის 13 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ყოველ დღე შაბათ კვირის გარდა.
13 მაისს ორშაბათს, რეგისტრაცია იწარმოებს 12 საათიდან 17 საათამდე, დანარჩენ დღეებში – 11საათიდან 17
საათამდე.
მისამართი ქ. თბილისი , გრიბოედოვის ქ.N22
გაითვალისწინეთ, რომ პორტფოლიოს წარმოდგენას (შესაბამის განსაზღვრულ დღეებში) უზრუნველყოფს თავად აბიტურიენტი, პირადობის მოწმობის/პასპორტის ან პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენით. იმ შემთხვევაში, თუ
აბიტურიენტი ვერ ახერხებს პირადად გამოცხადებას, პორტფოლიოს წარმოდგენა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით (სანოტარო აქტით) განსაზღვრული მინდობილი პირის საშუალებით და ასევე, თუ აბიტურიენტი არის არასრულწლოვანი (პორტფოლიოს ჩაბარების დღისთვის), პორტფოლიოს წარმოდგენა შესაძლებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით) მიერ. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ
პორტფოლიო მიიღება მხოლოდ კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის შემთხვევაში (თუ ობიტურიენტი ორივე მიმართულებით კონკურსში მონაწილეობს, ორივესთვის დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში), რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც (პორტფოლიოსთან ერთად), წარმოდგენილი უნდა იყოს (თავად აბიტურიენტის ან პორტფოლიოს წარმდგენი ზემოაღნიშნული პირის მიერ) მატერიალური ან ელექტრონული სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში,
წარმოდგენილი პორტფოლიო არ მიიღება.