ღია კონკურსი მეციერ-თანამშრომლების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

დანართი 1

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული „კონსერვაციის ცენტრი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ საშტატო ერთეულებზე:

კონკურსის პირობები

მეცნიერი თანამშრომელი 5 წლის ვადით
ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულებით 2 საშტატო ერთეული (შრომითი ხელშეკრულების C
კატეგორია დატვირთვა კვირაში 10 სთ)

კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
2. CV;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. მაგისტრის ან ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)
ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. სამეცნირო-კვლევითი მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
7. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
8. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები.
9. სამოტივაციო წერილი (მომავალი 5 წლის განმავლობაში კვლევის პრიორიტეტული მიმართულებ(ებ)ის მითითებით,
რომელშიც აპირებს მუშაობას);
10. ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
11. ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

კანდიდატმა დამატებით შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს მის
კვალიფიკაციას და გამოცდილებას.
მეცნიერი თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები:
1. ჩართულია პრაქტიკულ/ლაბორატიულ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტულ საქმიანობაში;
2. ახორციელებს სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას;

3. მონაწილეობს სამეცნიერო ფორუმებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში,კონფერენციებში;
4. მონაწილეობს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში;
5. აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს;
6. საჭიროების შემთხვევაში მიჰყავს სალექციო კურსები და სემინარები.
განცხადების ფორმა
1. განცხადება შევსებული უნდა იქნას კონკრეტურლი სამეცნიერო თანამდებობისათვის დადგენილი ფორმის
შესაბამისად.
2. განცხადებას უნდა დაერთოს დანართი 1, სადაც მოცემული იქნება ყველა ცნობა, დოკუმენტი, ნაშრომი თუ სტატია, რომელიც წარმოადგენს კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარემოების თუ ფაქტის მტკიცებულებას.
3. დანართი უნდა დაინომროს უწყვეტად და განაცხადი უნდა შეიცავდეს მითითებას ამ ნუმერაციაზე.
4. თუ მტკიცებულებად წარმოდგენილია ალბომი, წიგნი, აფიშა ან სხვა სახის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ვერ გახდება განაცხადის დანართი 1-ის შემადგენელი ნაწილი, ის უნდა განისაზღვროს როგორც დანართი 2.
5. ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ელექტრონული სახით უნდა იქნას წარმოდგენილი რაიმე ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით, და თუ ის შეიცავს დანართში მითითებული სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების მტკიცებულებას, ინფორმაცია უნდა განთავსდეს ციფრულ საქაღალდეებში და დაინომროს როგორც ციფრული დანართი.
6. განცხადების ყველა დანართი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში (თუ კონვერტში შეუძლებელია მათი მოთავსება, მაშინ შესაბამისი ზომის და ფორმის პაკეტში ან კონტეინერში), რომელზეც მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი გვარი, დანართის ნომერი (დანართი 1/ დანართი 2) და განმცხადებლის ხელმოწერა.
განაცხადის წარდგენის წესი და ვადები:
1. დაინტერესებულ პირს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
2. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22.
3. განცხადებები მიიღება: 2025 წლის 4 და 5 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
4. დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება.
გადაწყვეტილების მიღების წესი:
გადაწყვეტილების მიღება მოხდება კონსერვაციის ცენტრის დებულების შესაბამისად.
ინფორმაცია არჩეული კანდიდატების შესახებ გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე 2025 წლის 6 მარტს.

განცხადების ფორმა

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე