სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი –
გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – არქიტექტურის
ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი
კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის
სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის  საშემოდგომო
სემესტრისთვის, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა
უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე -FH Joanneum University of Applied
Sciences, Graz: https://www.fh-joanneum.at/architektur/master/en/
(საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის მობილობა ( IV კურსი) მხოლოდ იმ
შემთხვევაში   განიხილება თუ სტუდენტი ფლობს გერმანული ენის
საერთაშორსიო სერტიფიკატს, დონე B2 )

კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე
ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ
დედლაინი: 15/04/2024

საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე

.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლ
ოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება
მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც
სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას
გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.