სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – იაშის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – არქიტექტურის ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი
კონკურსი     თსსა  არქიტექტურის ფაკულტეტის, ბაკალავრის საფეხურის
სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის  საშემოდგომო
სემესტრისთვის,  რუმინეთი, იაშის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში – “G.M.
Cantacuzino” Faculty of Architecture
“Gh. Asachi” Technical University of Iasi-https://www.gotouniversity.com/university/gh-
asachi-technical-university

კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
·        პორტფოლიო,
.        CV,
·        ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·        სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·        ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ
დედლაინი: 15 /04/2024

საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე

.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლ
ოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება
მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც
სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას
გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.