სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი, მონპელიეს უნივერსიტეტი

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი, მონპელიეს უნივერსიტეტი – UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3 – კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის!
კონკურსი ცხადდება წინასწარ, რადგან მოითხოვება ფრანგული ენის B1 სერტიფიკატი – DELF ან DALF, იხილეთ ბმული: https://www.univ-montp3.fr/fr/examen-de-langue სტუდენტებს ეძლევათ ფრანგული ენის შესწავლის და სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა – 2024 წლის მაისამდე!
ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი ცხადდება სამხატვრო აკადემიის – კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, 2 სემესტრი – მონპელიეს უნივერსიტეტში UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3! https://www.univ-montp3.fr/en

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B1 ან ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
· განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,
წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 12 აპრილი, 2024

საკონტაქტო პირები:
ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge