სტუდენტების საყურადღებოდ! იტალიური ენის პრაქტიკული კურსი.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უცხო ენათა ჩამონათვალში ემატება იტალიური ენის პრაქტიკული კურსი. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიღებული კრედიტები, აღიარებული იქნება დამატებით კრედიტად. იტალიური ენის კურსს გაუძღვება იტალიის საელჩოს განათლების ატაშეს, პროფესორ ორნელა სპანოს მიერ წარმოდგენილი ლექტორი. სასწავლო პროგრამის წარმართვისთვის დამხმარე სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადმოგვცემს იტალიის სახელმწიფო, რაც განთავსდება სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ მიმართოთ ლოლა ციცხვაიას მითითებულ კონტაქტზე: lola.tsitskhvaia@art.edu.ge
591975217