ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი

15 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულებას, ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროფესორები სტუმრობდნენ.
ბულგარეთის – ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან ბოჟიდარ ბონჩევი და თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტიდან, ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ. პროფესორები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ფაკულტეტის დეკანსა და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს. ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუდიები, დაიგეგმა ვორქშოფები 5 დღის განმავლობაში