კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“
საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“. საკონკურსო პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.
კონკურსისთვის გამოყოფილია 800 000 ლარი. კონკურსის მიზანია: ქვეყანაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანებისა და სახელოვნებო ორგანიზაციების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. უპირატესობა მიენიჭება: ფესტივალის ფარგლებში აქტივობების რაოდენობას; საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნებას; მონაწილე ქვეყნების რაოდენობას; საერთაშორისო მასტერკლასებს, რომლებიც პასუხობს კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებს; წარმატებული ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას; საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების მომზადებისა და ჩატარების გამოცდილებას.
2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 600 000 ლარი და დაფინანსდა 14 პროექტი. პროექტები განხორციელდა შვიდ ადგილას 1500 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი და დაფინანსდა ათი პროექტი. პროექტები განხორციელდა ხუთ ადგილას 1200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 1 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: №032 2 022229 ან №599 310 303, სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 18 აპრილისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/9w2YFhFW
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2024 სასწავლო
წლის შემოდგომის სემესტრისთვის – ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში
გთხოვთ, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ
შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
ბოლო ვადა: 12/04/2024
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის- მულტიმედიის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – კასტელოს (ესპანეთი) ხელოვნების უმაღლეს სკოლაში – Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló
გთხოვთ, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
ბოლო ვადა: 12/04/2024
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
მედიახელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თანამდებობაზე კომუნიკაციის დიზაინი და მულტიმედიის მიმართულებით
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი