1. |
  2. განცხადებები
  3. |
  4. Page 4

აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ღია კარის დღეები

მიმდინარე წლის 13, 14 და 15 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება ღია კარის დღეები!
გთხოვთ, მოინიშნოთ შემდეგი განრიგი:
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტუნიენტებს, ველოდებით 13 მარტს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში!
არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს ველოდებით 14 მარტს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში!
დიზაინისა და მედია ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს ველოდებით 15 მარტს, პარასკევს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში!
დისტანციური ფორმატის მსურველები, ღია კარის დღეებზე დასწრებას შეძლებთ ასევე ZOOM პლატფორმის მეშვეობით. სარეგისტრაციო ბმული, ჩვენს ფეისბუქ და ვებ-გვერდებზე დაიდება ორშაბათს.
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22
სამხატვრო აკადემია, II სართული

Meeting ID: 864 218 3423
Passcode: x6cYEm

კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში, სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა!

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კონკურსის მიზანია საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები) პოპულარიზაცია; სახელოვნებო სფეროს განვითარება თბილისსა და რეგიონებში; გამოფენებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების (სამუშაო შეხვედრა, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია) ხელშეწყობა (ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა ტიპის აქტივობები); ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარმოდგენა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს.
კონკურსის ბიუჯეტი 2023 წელსაც იყო 60 000 ლარი. სამინისტრომ ათი განმცხადებლიდან გამოავლინა ხუთი გამარჯვებული. 60 000 ლარი იყო 2022 წლის ბიუჯეტიც და 25 კონკურსანტს შორის გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2022229 ან 577 502 762 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/kwM9sZmU

2024 წლის მეორე სემესტრის დაწყების თარიღმა გადაიწია ერთი კვირით. სასწავლო პროცესი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, განახლდება 2024 წლის 11 მარტს.

მედიახელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თანამდებობაზე კომუნიკაციის დიზაინი და მულტიმედიის მიმართულებით

დეტალები იხილეთ ბმულზე

მიმდინარე წლის 7 მარტს – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. (მათ შორის, მოხდება სტუდენტთა არჩევა – ფაკულტეტებზე და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში).
თუ გსურს შემოუერთდე თვითმმართველობას, დაგეგმო უამრავი შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებება, გაიცნო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ითანამშრომლო მათთან, მაშინ ამ გუნდის კარი შენთვის ღიაა.
არჩევნების ონლაინ პლატფორმის ბმული, არჩევნების დღეს განთავსდება სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე, ასევე დაეგზავნებათ სტუდენტებს ელ. ფოსტაზე, შესაბამისად, გთხოვთ ადევნოთ თვალი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელია თსსა აქტიური სტატუსის სტუდენტმა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არჩევნების დღეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა! ხმის მიცემა შესაძლებელია როგორც კომპიუტერით, ასევე მობილური ტელეფონით.
არჩევნებში, კანდიდატად მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტებს, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ საფოსტო მისამართზე  gsoa.international@gmail.com – მიმდინარე წლის 28 თებერვალს 20:00 საათამდე. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა:
სტუდენტის მიმართვა ასოციაციის სახელზე ფაკულტეტის მითითებით;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
მიმართვის წერილს თან უნდა ერთვოდეს ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.
არჩვენების მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ან/და რაიმე სახის განცხადების თაობაზე, გთხოვთ, მოგვმართეთ ფეისბუქ გვერდზე ან მეილზე: gsoa.international@gmail.com

ცხადდება კონკურსი აკადემიის შიგნით, უწყვეტი განათლების ცენტრის უმცროსი
სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ანაზღაურება 615 ლარი;
სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
უმაღლესი სახელოვნებო განათლების სფეროს სპეციფიკის ცოდნა.
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Ms. excel ) ცოდნა.
საჭირო კომპეტენცია და უნარები
ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
ძირითადი მოვალეობები
1. განიხილავს ცენტრში შემოსულ საგანმანათლებლო წინადადებებს და ამზადებს მათ,
ცენტრის ხელმძღვანელის მიერ აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად, რომელიც
უფლებამოსილია დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს კურსი;
2. მოიძიებს შესაბამისი კურსების განმახორციელებელ სპეციალისტებს.
3. მონაწილეობას იღებს კურსების განხორციელების ორგანიზებაში;
4. ახდენს ცენტრის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსების მონიტორინგ

დაინტერესებულმა პირებმა 26 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:
hr@art.edu.ge