ENG


კონკურსი ლოგოს შესაქმნელად

30 / 04 / 2021

 
საკონკურსო დავალება 1: - ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე
  • ლოგოტიპი უნდა გამოხატავდეს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობის არსს და ფუნქციებს;
  • ლოგოტიპის შექმნისას გასათვალისწინებელია სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა;
  • ლოგო  უნდა  ასახავდეს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს კონცეფციას. ჩანდეს ქართული კულტურა, მისი ტრადიცია,  პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს და ორიენტირებული იყოს მომავალზე.  უნდა იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, დამახსოვრებადი და ლაკონური, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს.
  • წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს: ლოგოს კონცეფციას, ლოგოს ელექტრონულ ვერსიას შემდეგ პარამეტრებში: ფორმატი – JPG ; ფერთა პროფილი ( რეჟიმი) – RGB; გაფართოვება – 150 dpi; ფორმატის ზომა – 1772 pixels
  • გრაფიკული სიმბოლო და დასახელება ორენოვანი (ქართული, ინგლისური); აგრეთვე შესაძლებელი იყოს წარწერის გარეშე გამოყენება.
  • ტექნიკური თვალსაზრისით ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე. მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, მარტივად შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, როგორც მცირე (2×2 სმ), ასევე ფართო მასშტაბით.
  • ლოგო საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ აეწყოს მის მოტივებზე მეორადი ფონები, ვებ დიზაინი და სრული ბრენდინგ კონცეპტი.
  • ორგანიზაცია იტოვებს უფლებას ლოგოს დიზაინში ავტორთან შეთანხმებით, შეიტანოს მცირე ცვლილებები.
  • ლოგო უნდა იყოს : 1) სრულფერიანი; 2) მონოქრომული; 3) შავ-თეთრი.
ბრენდ პლატფორმა:
რა სიტყვებით გსურთ რომ დაგახასიათოთ თქვენმა აუდიტორიამ?
  • შემოქმედი
  • ინოვაციური
  • შრომისმოყვარე
  • კრეატიული
  • თავისუფალი
 
რა სერვისებს/პროდუქტებს ქმნის თქვენი ორგანიზაცია?
  • შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მოვლა-პატრონობა და რესტავრაცია;
  • ხარისხიანი სახელოვნებო განათლება;
  • სინერგიის ძიება სხვადასხვა კულტურული პროექტის განხორციელების გზით;
  • ქართული კულტურის პოპულარიზაცია
  • კულტურაზე წვდომა
  • 6-14 წლის ახალგაზრდები, როგორც პრიორიტეტი. მოცემული ასაკობრივი ჯგუფისათვის კულტურასა და სპორტზე მაქსიმალური წვდომის ხელშეწყობა
გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული ფერი/ფერები წარმოდგენილი?
ძირითადი ფერი - ლაჟვარდისფერი
სიმბოლო შეიცავდეს მინიმუმ ერთ ჰერალდიკურ დეტალს
 
შეიქმნას სამი განსხვავებული ვარიანტი, აქედან ერთი სიმბოლო შეიცავდეს მინიმუმ ერთ ჰერალდიკურ დეტალს
 
ლოგო პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ნივთზე (mockup) რათა სწორად შეფასდეს ლოგოს შემდგომი გამოყენების პოტენციალი.
მაგ:
  • ჭიქა
  • ქუდი
  • მაისური
  • შენობის აბრა
გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმით:  ვიზუალური მხარე, შინაარსი.
კომისია საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით;
დასაშვებია ერთი კონკურსანტის მიერ არაუმეტეს სამი ნამუშევრის წარმოდგენა.

საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე [email protected]шаблоны для dle 11.2