ENG


ერასმუს სტუდენტთა მობილობის კონკურსი, გრაცი, ავსტრია.

22 / 04 / 2021

 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა  არქიტექტურის ფაკულტეტის   სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის,  ავსტრიის,  გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Joanneum  University of Applied Sciences, Graz
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         პორტფოლიო
.         CV,  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური   B2 , ან  ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 13 მაისი, 2021
 
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, [email protected], 577525719
 
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·         მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
·        ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში. პანდემიური შეზღუდვების გამო, ქ. ბაქოში ავსტრიის საკონსულოს არფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  სტანბულში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
.        პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში
 шаблоны для dle 11.2